საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება.
38 წლის წინ ამ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა
რამდენიმე ათასმა ადამიანმა საბჭოთა კავშირის უმაღლესი პირების ნება
გააპროტესტა, რომლის თანახმადაც ქართულ ენას, სსრკ-ს მოკავშირე
რესპუბლიკების ენების მსგავსად, უნდა დაეკარგა სახელმწიფო ენის
სტატუსი და ერთადერთ პრიორიტეტულ ენად რუსული დარჩენილიყო.
"საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას
სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა
დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი
განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და
დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია
თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა
სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის
ხმარებაში არ დაიშვება,"- აღნიშნული იყო საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე
მუხლშიი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის
სტატუსს.
საბჭოთა ლიდერების ინიციატივას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ
შორის სოხუმსა და ცხინვალშიც, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რასაც
შედეგად კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსის შეენარჩუნება მოყვა.
ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ენაა.
მასალის გამოყენების პირობები