იმერეთის სამხარეო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის
ნასამართლევი ბექა ლ. დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 0,2699 გრ
ბუპრენორფინის შემცველი, ნარკოტიკული საშუალების 34 აბი და 6 შეკვრად
დაფასოებული, 3,5608გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,9044
გრ ჰეროინს შეიცავს.
ექსპერტიზამ დასკვნით, თავად ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული
ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების ექიმის
დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები