კომპანიას, ასევე გათავისუფლებიდან დღემდე, განაცდურის ანაზღაურება
დაევალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო კიკვაძის
გადაწყვეტილებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიას ქუთაისის სერვისცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლის
სამსახურში აღდგენა დაევალა.
მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიას, ასევე დაეკისრა,
ქეთი კიკვიძის გათავისუფლებიდან დღემდე, განაცდურის ანაზღაურება.
ქეთი კიკვიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი კომპანიის
წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც ის გასული წლის ოქტომბერში
სამსახურიდან გაათავისუფლეს. კიკვიძის განმარტებით, ის რეორგანიზაციის
სახელით, სამსახურიდან უკანონოდ გაუშვეს. თავად, კომპანიაში კი
ირწმუნებოდნენ, რომ კადრების ოპტიმიზაცია მოხდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო რამიშვილი განმარტავს, რომ
კომპანია მოსამართლის გადაწყვეტილებას, ოფიციალურად წერილობით, 20
დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც კომპანია მიიღებს
გადაწყვეტილებას გაასაჩივროს თუ არა მოსამართლის აღნიშნული
გადაწყვეტილება.
"ვნახავთ დასაბუთებულად, თუ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ეს
გადაწყვეტილება", - განმარტავენ საქართველოს წყალმომარაგების
კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები