მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის, ელექტრონული
სისტემით მართვის გამოცდილების გაზიარების მიზნით,
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი, ასევე ითვალისწინებს ელექტრონული მართვის ერთ-ერთი
კომპონენტის - ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული ფორმატით
დანეგვას.
,,მემორანდუმი მოიცავს ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთ ძალიან
მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის არქიტექტურის,
ზოგადად გეოსაინფორმაციო სისტემებში იმ ყველაფრის დატანა, რა
მომსახურებასაც ახორციელებს ქალაქი ქუთაისი",-ამბობს ქუთაისის მერი
შოთა მურღულია.
ელექტრონული სისტემის ეს მიმართულება უკვე მოქმედებს თბილისის
მერიაში. დედაქალაქის მერია იგივე პროგრამას ქუთაისს ხარჯების
დაზოგვის მიზნით უფასოდ გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები