პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია
ქუთაისი-სამტრედია-ხონის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს
უახლოვდება. ქუთაისისა და იმერეთის ორი რაიონის დამაკავშირებელი გზის
მოასფალტება ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.
სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
სარეაბილიაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ინდიკო"
ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია. პროექტი
"აზიის განვითარების" დაფინანსებით ხორციელდება.
კომპანია "ინდიკო" სამტრედიის მუნიციპალიტეტში "მუნიციპალური
განვითარების ფონდის" მიერ დაფინანსებულ პროექტებსაც განახორციელებს.
პროექტი სამტრედიის 27 ქუჩისა და სოფლების გზების რეაბილიტაციას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები