ქუთაისს ლატვიის ქალაქ ჯელგავას მერი ანდრის რავინსი
სტუმრობს
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველო–ლატვიის რეგიონულ
ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი, ქალაქის მერი და ადგილობრივი
თვითმმართველობის სხვა წრმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმთნ დაკავშირებით ქუთაისს ლატვიის ქალაქ ჯელგავას მერი ანდრის
რავინსი სტუმრობს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო
გაღრმავებასა და ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებაზე
ისაუბრეს.
ბიზნეს ფორუმი ქუთაისში 7 აპრილს გაიმართება. ლატვიის დელეგაციის
წარმომადგენლები ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური
საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის სფეროებში არსებულ
მიღწევებს გაუზიარებენ.
მასალის გამოყენების პირობები