"როგორ იჯდა
ცისფერთვალება გოგო ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო დარბაზის კიბესთან
და ოცნებობდა ბალერინობაზე"
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე საბალეტო
სკოლაში მომხდარ იმ ამბავზე ყველა, რის გამოც ბანერინობაზე მეოცნებე
გოგოს უფასო სწავლება აჩუქეს.
"ბალეტის მეცადინეობა იწყება, დიდი ცისფერთვალება ბრიალა გოგო
ბიძაშვილს ყოველ გაკვეთილზე დაჰყვება და კიბის საფეხურიდან
უჭვრიტინებს რეპეტიციებს, ასე გრძელდება ყოველდღე, ყოველ
მეცადინეობაზე.
მერე ჩვენი პედაგოგი ეძახის, ძელთან აყენებს და ბავშვი მთელი წლის
რეპერტუარს უშეცდომოდ იცეკვებს.
ასე მოულოდნელად, ნამდვილი, ფარფატა ნიჭიერი ბავშვი შეგვრჩება ხელში,
კიბის საფეხურს ამოფარებული ნიჭით.
დღეს ჩვენ მას ვაჩუქეთ უფასო სწავლება.
იმედი მაქვს ეს ზღაპარი, როგორც დაიწყო ისე გაგრძელდება და წლების
შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოჰყვება ამბავს ცნობილ
ბალერინაზე, როგორ იჯდა ცისფერთვალება გოგო ახალგაზრდული ცენტრის
საბალეტო დარბაზის კიბესთან და ოცნებობდა ბალერინობაზე".
მასალის გამოყენების პირობები