წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე
რეაბილიტირებული ქუჩა გაიჭრა.
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, მერიის პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში
ორი წლის წინ დაგებული გზა აყარეს. მოსახლეობის ფინანსური
მონაწილეობით დაგებული ბეტონის საფარი, წყალგაყვანილობის სისტემის
სარეაბილტაციო სამუშაოების გამო გაიჭრა.
ქუთაისში,
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე
ერთდროულად მიმდინარეობს. სამუშაოების გამო, კომპანიას ადრე დაგებული
გზების აყრა მოუწია.
სულხან-საბას #49 კორპუსის მცხოვრებელბი ამბობენ, რომ მერია
არაგონივრულად მოიქცა, როცა, ჯერ მოსახლეობას საკუთარი სახსრებით გზა
დააგებია, შემდეგ კი მისი აყრა მოუწია.
"პროგრამა"
კორპუსის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობა ეზოების
კეთლმოწყობას თანადაფინანსების პრინციპით ახორციელებს. მერია
პროგრამის ღირებულების 90%-ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს,
თანხის 10%-ს კი მოსახლეობა იხდის.
2014 წელს,
#49 კორპუსის წინ არსებული გზის მოწესრიგებისთვის 33 ათასი ლარი
დაიხარჯა. აქედან 3 300 ლარი მოსახლეობამ გადაიხადა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ წყლის სისტემის
სარეაბილტაციო სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენაზე
პასუხისმგებელი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა", ზოგ
შემთხვევაში კი გზის საფარს თავად მერია დააგებს.
მერიაში ასევე, ამბობენ, რომ რეაბილიტაციის შედეგად დაზიანებული გზები
პირვანდელი სახით აღდგება.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ამბობს, რომ ქალაქს 24 საათიანი
წყალმომარაგება 2018 წლიდან ექნება.
მასალის გამოყენების პირობები