პროცესი 11:30 საათზე არის ჩანიშნული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დღეს 10:30 საათზე, საბავშო ბაღის
ფილიალიდან გათავისუფლებული ხელძღვანელის ნანა კაკულიას სასამართლო
პროცესი გაიმართება.
მოსარჩელე მხარის ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას განმარტებით, ისინი
იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მოხდა კაკულიას
სამსახურიდან გათავისუფლება.
კაკულიას ადვოკატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის
მხრიდან მოლაპარაკების მცდელობა იყო. ააიპ ქუთაისის სკოლამდელი
დაწესებულების გაერთიანების იურისტის, რამაზ იობიძის განმარტებით,
გათავისუფლებული პედაგოგისთვის მერიის სტრუქტურულ ერთეულში სამსახურის
შეთავაზებას ადგილი ქონდა. იობიძე ამბობს, რომ შეთავაზება პირველად
ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ გააჟღერა.
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა
მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1,
#13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. მათ შორის იყო ნანა
კაკულია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.
ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები