ქუთაისის
ცენტრალურ ბაღში სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს
"ქართველი მომხმარებელი - მეტად ინფორმირებული, მეტად დაცული," - ამ
სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი
მოაწყვეს.
ახალგაზრდების თქმით, საზოგადოება როგორც მომხმარებელი აუცილებლად
ინფორმირებული უნდა მისი უფლებები შესახებ.
"გადავწყვიტეთ ფლეშმობი მოგვეწყო და ამ გზით მიგვექცია საზოგადოების
ყურადღება," - ამბობენ სკოლის მოსწავლეები.
ფლეშმობის გარდა, მოსწავლეებმა ბაღში ანტისანიტარიულ პირობებში
გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის ამსახველი ფოტოები
გამოფინეს.
პროექტს "ქართველი მომხმარებელი - მეტად ინფორმირებული, მეტად დაცული
პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო" ახორციელებს.
პროექტის ინიციატორების თქმით, მათი მიზანია ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ
იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
პროექტი დაფინანსებულია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრის" მიერ.
მასალის გამოყენების პირობები