საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერნდუმის ჩატარების 25 -ე
წელი
ქუთაისში აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებით აღნიშნეს.
"ჩვენ ამ დღეს გავიხსენებთ ყოველთვის, სანამ იქნება საქართველო.
საქართველო კი იქნება მუდამ. ეს არის დღე, რომელმაც საფუძველი
დაუდო 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადებას,"- განაცხადა
პარლამენტის დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ.
"ვიხსენებთ
იმ დღეს, როცა ქართველი ხალხის ერთობა და აღტკინება ძალიან დიდი
იყო. ეს არის საფუძველი დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის,"
-განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის
მოადგილემ, შალვა კირთაძემ.
საქართველოს
დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები