პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ მედიასთან არშემდგარი კვორუმის
შესახებ განცხადება გააკეთა.
"ავტო საგზაო შემთხვევის გამო, ქუთაისი-თბილისის გზაზე, ჩვენ
დაგვიშავდა სამი დეპუტატი. ეს არის პრობლემა. დიახ, დედაქალაქში უნდა
იყოს პარლამენტი და ამ შეთხვევაში, ალბათ, პრობლემაც ნაკლები იქნება,
რომ პარალელურად შეძლო დელეგაციასაც დახვდე და შეძლო, კვორუმშიც შენი
ხმა დაფიქსირდეს. აი, ეს არის რეალობა. სამწუხაროა ,რომ დღეს ჩვენ
ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვუსმინეთ ბატონ გომელაურს. ის ჩამოვდა
იმისთვის, რომ წარმოედგინა ანგარიში", - ეს განცხადება პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გააკეთა.
დღეს საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანგარიშის ჩაბარება იყო დაგეგმილი. ანგარიშის მოსასმენად საჭირო
კვორუმი არ შედგა, რის გამოც სუს-ის უწყების ანგარიშის მოსმენა
პარასკევამდე გადაიდო. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს წევრები
ანგარიშს სუს-ის
მთავარი შეფის გარეშე მოისმენენ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სუს-ის არშემდგარი
ანგარიში წინასწარ
დაგეგმილ მასკარადად შეაფასეს.
მასალის გამოყენების პირობები