გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 16 აპრილამდე ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი
შენარჩუნდება. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, 16 აპრილის დღის მეორე
ნახევრიდან კი გამოიდარებს.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 16 აპრილიდან კვირის ბოლომდე, უმეტესად,
თბილი და მზიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 27
გრადუსამდე მომატება.
18 აპრილიდან დროგამოშვებით იქროლებს ქარიც, რომელიც შენარჩუნდება 20
აპრილის ჩათვლით. 21 აპრილს კი შესაძლოა, მცირე, ხანმოკლე ხასიათის
წვიმა.
მასალის გამოყენების პირობები