სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, დღეს, 27 მარტს,
მოძრაობა 12:00სთ-დან 19:00სთ-მდე შეიზღუდება.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება გზის ჯერ ერთ, ხოლო
შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის
საავტომობილო გზის კმ4-კმ9 მონაკვეთზე, დაზიანებული სავალი ნაწილის
შეკეთების სამუშაოებია.
მასალის გამოყენების პირობები