ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტი 42 მილიონამდე ლარით გაიზარდა - რაში დახარჯავს მერია მილიონებს
FaceBook
ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 41 მილიონ 28 ათასი ლარით გაიზარდა.

მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტს 40 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოუყო, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. 

კერძოდ, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია გზების, მრავალასართულიანი ბინების, ლიფტების, ფასადების, სახურავებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის, ასევე სკვერების მოწყობისთვის.

დავით ნიშნიანიძის თქმით, 40 მილიონიდან 7 მილიონი ლარი ქალაქის დასუფთავებისათვის საჭირო სხვადასხვა სახეობის სპეცტექნიკისა და ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენისთვის დაიხარჯება.

"ქალაქში, დასუფთავების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მოხდება სპეცტექნიკის შეძენა. შევიძენთ ჯამში 12 ერთეულ ნაგავმზიდს, 2 ერთეულ ტრაქტორს, ტროტუარების საწმენდ ტექნიკას და 22 მეტრიან ამწეკალათს, ასევე 1000 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს",- განმარტა დავით ნიშნიანიძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ ასევე გამოყო 1 მილიონი ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რაც საყრდენი კედლების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა, ჯამში, 178 მილიონ 328 300 ლარს შეადგენს.

ქალაქის ბიუჯეტის საწყისი მოცულობა (დამტკიცების პერიოდში) 117 097.80 ლარი იყო.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.