ახალი ამბები
"სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეთ"- მაღაროელების პროტესტს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" უერთდება
FaceBook
მთავრობის კანცელარიასთან, დღეს დაგეგმილ მაღაროელების პროტესტს "სოციალური სამართლიანობის ცენტრიც" უერთდება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ,,ჯორჯიან მანგანეზს’’ მაღაროელებისათვის ამ დრომდე არ გადაუხდია ბოლო ორი თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება, რაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა და საგანგაშო პრობლემებს წარმოქმნის მშრომელებისა და მათი ოჯახებისთვის.

"მაღაროელების სასწრაფო მოთხოვნებია, დაუყოვნებლივ მიიღონ კუთვნილი შრომის ანაზღაურება და ასევე, მოლაპარაკებები გაიმართოს ბანკებთან, რათა გათვალისწინებული იქნას შეღავათები მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით განპირობებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე.

მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს Chiatura Management Company-ის ახლახან გამოცხადებული გადაწყვეტილება, ეკონომიკურ მიზეზებზე (მათ შორის, მანგანუმის ბაზარზე ფასების სტაგნაცია) აპელირებით შეწყვიტოს ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილება მასობრივი გათავისუფლების საფრთხის წინაშე აყენებს დაახლოებით 3500 ადამიანს. მასობრივი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მშრომელებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს",- აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

ორგანიზაცია მოუწოდებს "ჯორჯიან მანგანეზს": დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს კომპანიაში დასაქმებულ პირებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება; შეწყვიტოს მაღაროელების მასობრივი გათავისუფლების პროცესი. ასევე, გამოაქვეყნოს ექსპორტთან, შემოსავლებთან, მოგებასთან და სხვა პროცესებთან დაკავშირებული მონაცემები, რომელიც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, ობიექტურად შეაფასოს კომპანიაში არსებული მდგომარეობა.

ამასთან, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს შრომის ინსპექციის სამსახურს: რეაგირება განახორციელოს ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული პირების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან, მათ შორის, შრომის ანაზღაურების დაგვიანებასთან და მასობრივი გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჭიათურაში არსებული სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად; ამასთან, ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივი დიალოგისა და კონსულტაციის შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს.

ჭიათურელი მაღაროელები 25-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოს მხრიდან, სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით, რეაგირებას ითხოვენ. ისინი დღეს თბილისში ჩასვლას და პროტესტის დედაქალაქში გაგრძელებას გეგმავენ. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.