შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, კახეთის,
შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი
იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა, შენახვის, ტარებისა და წესის დარღვევით საქართველოში
შემოტანის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული გ.ჭ.,
1984 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1965 წელს დაბადებული მ.ქ., 1995 წელს
დაბადებული რ.დ., 1984 წელს დაბადებული ვ.ც., 1982 წელს დაბადებული
რ.რ., 1965 წელს დაბადებული თ.ჯ., 1996 წელს დაბადებული თ.პ. და
წარსულში ნასამართლევი პირები: 1975 წელს დაბადებული ვ.შ., 1993 წელს
დაბადებული ბ.გ., 1986 წელს დაბადებული მ.ა., 1992 წელს დაბადებული
რ.დ., 1990 წელს დაბადებული, ი.ი., 1985 წელს დაბადებული კ.ხ., 1984
წელს დაბადებული ბ.კ., 1989 წელს დაბადებული ე.ბ., 2005 წელს
დაბადებული ნ.ჩ. და 1979 წელს დაბადებული ზ.გ.
"სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი
სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად
სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს,
მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები,
მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი. რამდენიმე
დაკავებული პირისგან, პოლიციამ, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები „ალფა
პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღო",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე,
260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები