გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 23
მარტის დილამდე ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება
შენარჩუნებული, 24 მარტიდან კი გამოიდარებს და დათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 23 მარტის დილამდე, ასევე
ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. 24 მარტიდან გამოიდარებს და
დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), 23 მარტის
დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან
გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), 23
მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24
მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები