ახალი ამბები
"შემუშავდეს ჭიათურის განვითარების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების გარანტიებს"- პროფკავშირები
FaceBook
სახელმწიფოს, პროფკავშირების და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ჭიათურაში პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა იმსჯელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა  მიიღოს. 
აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" მოთხოვნით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

კომისიაზე გაერთიანებამ ჭიათურაში არსებული მდგომარეობის შესწავლის საკითხი დააყენა. ამასთან, პროფკავშირებმა მოითხოვეს, შემუშავდეს ჭიათურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მყარ გარანტიებს.

"მითითებული საკითხის გადაწყვეტამდე კი კატეგორიულად ვაყენებთ საკითხს, რომ დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ კოლექტიური ხელშეკრულებით დადგენილი წესით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევა. ამასთან, აუცილებელია ბანკებთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება დასაქმებულთა საკრედიტო ვალდებულებების ტვირთის შემსუბუქების მიზნით.

ამავდროულად, პროფკავშირები აგრძელებს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, რის შედეგადაც ამ ეტაპზე შეფერხებულია კომპანიის მიერ ინიცირებული გაკოტრების შესახებ საქმიასწარმოება სასამართლოში",- აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში. 

ჭიათურაში 21 დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მაღაროელები, ადგილობრივებთან ერთად, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.
მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან, ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ აუღიათ. ისინი 24 მარტიდან საპროტესტო აქციების დედაქალაქში გადატანას აპირებენ.

7 მარტს, "ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებულმა  „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ეს გადაწყვეტილება შემოსავლის გარეშე ტოვებს 3500-ზე მეტ მაღაროელს და მათ ოჯახებს.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ "ჭაიათურა მენეჯმენტ" კომპანიმ" ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

თავის მხრივ, პროფკავშირებმაც მიმართეს ქუთაისის სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. პროფკავშირების ცნობითვე, სასამართლომ კომპანის განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა, რომ კომპანია ვერ ასაბუთებს რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს.


ამავე თემაზე:

"კომპანიებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ბედის ანაბარა დატოვონ ათასობით ადამიანი"- პროფკავშირები ქუთაისის სასამართლოს მიმართავს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.