ახალი ამბები
"დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო"
FaceBook
სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო.

ამის შესახებ  ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.

მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.

სახალხო დამცველის განმარტებით, მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში, 15 პირს მიემართება.

„სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო.

2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში, 15 პირს მიემართება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, მომართეთ სახალხო დამცველის აპარატს.

დამატებით გაცნობებთ, რომ განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია დისტანციურად შემდეგ ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . კითხვების არსებობის შემთხვევაში ან/და კონსულტაციის მიზნით, დაუკავშირდით სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს - 1481 „-აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში", - წერია  გავრცელებულ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.