ახალი ამბები
"ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება" - ნონა ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის დაჯარიმებაზე
FaceBook
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე და მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რაც მზია ამაღლობელის დანაშაულს დაადასტურებდა.

"ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე, სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

მისი თქმით, ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება.

"ბათუმელებისა/ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი 11 იანვარს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის წარწერით: "იფიცება საქართველო" გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იგი 12 იანვარს მეორედ დააკავეს, უკვე სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. მზია ამაღლობელს ბრალად ედება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნა, რის გამოც მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება
შეწყვეტილი აქვს.
13:07 / 18.03.2025
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს.
პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად
საკანონმდებლო წინადადება გადაუგზავნა, რომლითაც სისხლის სამართლის
საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვენ.
12:48 / 18.03.2025
პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად საკანონმდებლო წინადადება გადაუგზავნა, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.