ახალი ამბები
სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვენ
FaceBook
პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად საკანონმდებლო წინადადება გადაუგზავნა, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვენ.

წინადადების ავტორი მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილია, რომელიც „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, წერს, რომ სასამართლო სხდომების გაშუქებისას სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია ხდება.

მას ამის მაგალითად, პროევროპული აქციებისას დაკავებულების სასამართლო პროცესები მოჰყავს და ამტკიცებს, რომ აქციებზე დაკავებული პირები პროკურორებსა და მოსამართლეებს "აბუჩად იგდებენ". 

"მიმდინარე წელს გამართულმა სასამართლო პროცესების სერიამაც დაადასტურა, რომ სხდომებიდან ტელეტრანსლიაციების შედეგად, აშკარად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი სხდომის შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც [ადვოკატებმაც მოითხოვეს მათი აცილება, რის გამოც, მოსამართლემ სხდომა დახურა...] თავი ვალდებულად ჩავთვალე პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი",- წერს ავთანდილ კახნიაშვილი.

სასამართლოებში ფოტო და ვიდეოგადაღება ჟურნალისტებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2007 წლის ივლისში, აიკრძალა. 2012 წლის ივნისში, ამავე პარტიის გადაწყვეტილებით, აიკრძალა სასამართლოს შენობაში ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც.

„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2013 წლის მარტში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. შედეგად, მოსამართლის თანხმობით, სასამართლო სხდომების ფოტო და ვიდეოგადაღება შესაძლებელი გახდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო
სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
18:30 / 18.03.2025
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება
შეწყვეტილი აქვს.
13:07 / 18.03.2025
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.