ახალი ამბები
დღეს მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა იწყება
FaceBook
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

სისხლის სამართლის საქმეზე მისი პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი ჩაატარებს.

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართა, რა დროსაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

გამოცემის "ბათუმელები"/"ნეტგაზეთი" დამფუძნებელი ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის წარწერით: "იფიცება საქართველო" გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 12 იანვარს კი მისი მეორედ დაკავება, უკვე სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო მოხდა.

მზია ამაღლობელი ჯერ ციხის საკანში, შემდეგ კი სამოქალაქო კლინიკაში, ჯამში 38 დღე შიმშილობდა. პატიმარი ჟურნალისტი საპატიმრო დაწესებულებაში 28 თებერვალს დააბრუნეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაყალბებულია, მისი სისხლის სამართლის საქმეში კი პატიმარი ჟურნალისტის დანაშაული არ იკვეთება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო
სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
18:30 / 18.03.2025
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება
შეწყვეტილი აქვს.
13:07 / 18.03.2025
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.