გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში,
საქართველოში, თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ჰაერის ტემპერატურა დღისით
+27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) კი ჰაერი +24, +26
გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს (მესტია,
ბახმარო), ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი
დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ასევე თბილი და
უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი
იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს, ჰაერის
ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები