ახალი ამბები
"მშიერი ჭიათურა ვერ მოიცდის" - მაღაროელები 15 მარტს მასშტაბურ აქციას აანონსებენ
FaceBook
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

ჭიათურელები, ქალაქის ცენტრში ელოდებიან ყველას, ვინც მშრომელებს სოლიდარობას უცხადებს. აქციის მთავარი მოთხოვნა ჭიათურიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლა და მაღაროების სახელმწიფოს მართვაში გადასვლაა.

პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრის, ტარიელ მიქაცაძის თქმით, "ჯორჯიან მანგანეზმა" ათასობით ოჯახი მშიერი დატოვა, რასაც ქალაქი ვერ მოითმენს.

"მშიერი ჭიათურა ვერ მოიცდის. მთავრობას აქვს ბევრი ბერკეტი, რომ აიძულოს კომპანია გააკეთოს ის, რაც ევალება და არ დატოვოს ქალაქი ულუკმაპუროდ. პირდაპირ ვავალებთ მთავრობას, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს თვითონ, აიღოს პასუხისმგებლობა. ჩავერთვებით ჩვენც, როგორც მუშათა კლასი ამ პრობლემის გამოსწორებაში, მართვაში. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. უნდა მოვთხოვოთ მთავრობას, რომ ეს გააკეთოს. ჭიათურა არის უკიდურეს მდგომარეობაში ახლა", - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

ჭიათურაში საპროტესტო გამოსვლები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები, გასული თვის, ამ დრომდე გაუცემელ ხელფასს და მადნის მომპოვებელ საწარმოებში, ოთხი თვის წინ შეწყვეტილი მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ. "ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომელთა პროტესტს მეექვსე დღეს გამოეხმაურა და ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური კრიზისია, რაშიც ბრალი თავად მაღაროელებს და სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს მიუძღვით, რომლებსაც კომპენსაციის მიღების მიზნით, ერთი წელია მაღაროების ნაწილი აქვთ პიკეტირებული. კომპანიის მომდევნო განცხადება კი გასული წლის პირველი ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების საბოლოოდ დახურვას უკავშირდებოდა. "ჯორჯიან მანგანეზის" ეს გადაწყვეტილება, 3500-ზე მეტი მაღაროელის და მათი ოჯახების შემოსავლის გარეშე დატოვებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, მაღაროელები პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ.

"2019 წლიდან დღემდე, მეხუთე პროტესტია და ფაქტობრივად, ყოველ ჯერზე გვატყუებს კომპანია; ყოველ წელიწადს გვტოვებს მშიერს, ბანკის ვალების ქვეშ. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა კომპანიის გასვლა ქალაქიდან. მას უნდა მაღაროები დახუროს და ღია კარიერული წესით მოპოვება გაასამმაგოს, გააოთხმაგოს. ბოლო ოთხი თვის მონაცემებით, კოოპერატივების ხელით, დაახლოებით 70 000 ტონა მანგანუმი მოიპოვა, გარეცხა და გაზიდა ქალაქიდან. ნახა, რომ ძალიან მარტივია ასე, არაფრის ფასად მანგანუმის მოპოვება. ჩვენ არ ვიცით როგორ გააფორმეს მათ მთავრობასთან კონტრაქტი 2006 წლის 19 დეკემბერს, მაგრამ როგორც ვიცით, კონტრაქტში წერია, რომ შესაძლებელია ჩასწორებები", - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

პროტესტის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" მთავრობას რეაგირებისკენ აქციიდანაც რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ. ჭიათურაში, მაღაროელებთან შესახვედრად არავინ ჩასულა. მშრომელებს არც "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომელსაც აქტივისტებმა წერილი გაუგზავნეს.

ჭიათურაში მეცამეტე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პარალელურად, ადგილობრივები ცდილობენ "ჯორჯიან მანგანეზს" ხელი შეუშალონ ქალაქიდან მანგანუმის გატანაში. მაღაროელებმა დააფიქსირეს კომპანიის სატვირთოებით ხე-ტყისა და ჯართის გატანის მცდელობა, რომელიც თავადვე აღკვეთეს. 

ამავე თემაზე:

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, თუ
საპენსიო ასაკს მიღწეული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები
სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად
კომპენსაციას მიიღებენ.
12:38 / 11.03.2025
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.