ახალი ამბები
"გაგვაგებინონ რა ბედი ეწევა 3500 ადამიანს"- ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - მაღაროელები უკვე მე-11 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული.
მშრომელები, რომლებიც ოთხ თვეზე მეტი მაღაროებში სამუშაოების განახლებას ელოდებოდნენ, სამსახურის გარეშე დარჩნენ -"ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებულმა კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" განაცხადა, რომ მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილებ 3500-ზე მეტ ადამიანს და მათ ოჯახებს შემოსავლის გარეშე ტოვებს.

"აქცია გრძელდება. ველოდებით ადგილობრივი მერიიდან პასუხს, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას. გაგვაგებინონ ბოლოს და ბოლოს რა ხდება, რა ბედი ეწევა ამ 3500 ადამიანს, რომლებიც უკვე ორი თვეა, უხელფასოდ, უფულოდ არიან. უჭირს დღეს ჭიათურას, დღეს ჭიათურას სჭირდება დახმარება, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესის მოგვარება, ჩაერთეთ ამ საქმეში", - განმარტავენ მაღაროელები. 

მშრომელები ამბობენ იმასაც, რომ კომპანიას არ უნდა მისცენ საშუალება, მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით გააგრძელოს.

ჭიათურაში საპროტესტო აქციები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროში დასაქმებულებს ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც უერთდებიან.

მშრომელებმა უნდობლობა გამოუცხადეს ჭიათურაში მადნის მომპოვებელ კომპანიას "ჯორჯიან მანგანეზს" და ქალაქიდან მისი გასვლა მოითხოვეს. ისინი "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ პროტესტს ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

ამავე თემაზე:

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.