ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურის მაღაროებს ხურავს
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელების რვადღიანი პროტესტის პასუხად, "ჯორჯიან მანგანეზი" მადნის მომპოვებელ საწარმოებს ხურავს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. "ჯორჯიან მანგანეზის" ეს გადაწყვეტილება, შემოსავლის გარეშე ტოვებს 3500-ზე მეტ მაღაროელს და მათ ოჯახებს. მშრომელები, რომლებიც ოთხ თვეზე მეტია მაღაროებში სამუშაოების განახლებას ელოდებოდნენ, სამსახურის გარეშე დარჩნენ.

"DMT--ის (გერმანული საკონსულტაციო კომპანია) დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია [...] "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს", - წერია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მაღაროელები. მათი თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" ახლა შეეცდება ქალაქიდან ტექნიკა გაიტანოს, რისი შესაძლებლობაც არ უნდა მიეცეს.

"ის ქონება, რაც ჩვენი შრომით არის შეძენილი, დარჩება ჭიათურელებს. უნდა დავაწესოთ მორიგეობა, რომ ერთი დეტალი, ერთი კილოგრამი რკინა, ტექნიკა, არაფერი გავიდეს ობიექტებიდან. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მაღაროებს და არ უნდა გავძარცვოთ. ასევე, არ გაბედოს კომპანიამ, რომ რამე მოითხოვოს ჩვენგან. პირიქით, ჩვენ ვართ დაზარალებულები მათგან და აქეთ გვეკუთვნის კომპენსაცია. გელოდებით ყველას ხვალ დილით", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ტარიელ მიქაცაძემ.

მაღაროელები ასევე ამბობენ, რომ კომპანაის არ უნდა მისცენ საშუალება მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით გააგრძელოს.

ჭიათურაში რვა დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროში დასაქმებულებს ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც უერთდებიან. მშრომელებმა უნდობლობა გამოუცხადეს ჭიათურაში მადნის მომპოვებელ კომპანიას "ჯორჯიან მანგანეზს" და ქალაქიდან მისი გასვლა მოითხოვეს.

ამავე თემაზე:

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
13:31 / 26.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.