ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
"ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები, ადგილობრივებთან ერთად, ქალაქის
ცენტრში არიან შეკრებილები. მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის
წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები
უნდობლობას უცხადებენ მაღაროების მმართველ კომპანიას და მოთხოვნების
დაკმაყოფილებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ელოდებიან.
"დღეს არის ბოლო დღე. უნდა გვქონდეს კონკრეტული პასუხი, როდის
დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. უნდა გვითხრან
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორ აღადგენს უახლოეს დროში ყველა
სამუშაო ადგილს, როგორ დაასაქმებს ყველა მშრომელს. დღესვე გვჭირდება
კონკრეტული პასუხი, ხვალ ვინ ჩამოვა ჩვენთან შესახვედრად და რომელ
საათზე შედგება შეხვედრა", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა,
მერაბ სარალიძემ.
მაღაროელები, პირველ რიგში, თებერვლის თვის ხელფასის დარიცხვას და
საწარმოებში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ. პროტესტის
მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კი კომპანიის ქალაქიდან გასვლა და
მაღაროების სახელმწიფო მართვაში გადასვლაა.
მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ექვსდღიანი პროტესტის შემდეგ
გამოეხმაურა. 5 მარტს კომპანიამ ვრცელი
განცხადება გამოაქვეყნა და მშრომელები კომპანიაში
ფინანსური კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.
ჭიათურაში ერთი კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროში
დასაქმებულებს, რომლებიც ოთხი თვეა უმუშევრები არიან, ქალაქის სხვა
მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. 4 მარტს, მაღაროელებმა
ექვსპუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენეს.
ამავე
თემაზე:
"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან
მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს
ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან
მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ
"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების
ექვსპუნქტიანი მოთხოვნა
ჭიათურის კრიზისი
"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ
გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"
"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც
ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში
ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ
ხელფასს ისევ უგვიანებენ
„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის
პარადოქსი
მასალის გამოყენების პირობები