ახალი ამბები
"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა
FaceBook
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, ქალაქიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას ითხოვენ.

"ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევა, მაღაროელების ექვსპუნქტიან მოთხოვნაში მეორე ადგილზეა. მშრომელები, პირველ რიგში, "ქართული ოცნების" მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ. უმუშევრად დარჩენილ მაღაროელებს იმ თანამდებობის პირებთან სურთ შეხვედრა, რომლებმაც ოთხი თვის წინ ხელი მოაწერეს მაღაროების გაჩერებას.

მოთხოვნები საინიციატივო ჯგუფმა 4 მარტს, ქალაქში დაგეგმილი მასშტაბური აქციის წინ გამოაცხადა.

1. ვითხოვთ შეხვედრას მთავრობასთან!

2. წავიდეს ინვესტორი! სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა საწარმოს მუშაობაზე.

3. მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით, შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა, მაღაროში დასაქმებულის შვილი იქნება თუ რიგითი ჭიათურელი – ყველამ თანაბრად უნდა იგრძნოს ეს სიმდიდრე!

4. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას.

5. დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ზარალის დათვლისა და შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მიყენებული ზიანი სამართლიანად ანაზღაურდეს.

6. ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება. მოპოვება უნდა განხორციელდეს ყველა აპრობირებული წესისა და სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

"თითოეული მოთხოვნა კენჭისყრის პრინციპით დაამტკიცეს იქ მყოფმა გულანთებულმა მებრძოლმა ჭიათურელებმა. ეს მოთხოვნები უპირობოა და უნდა შესრულდეს უკლებლივ ყველა", - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

ჭიათურაში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროს ქალაქში პროტესტის მორიგი ტალღა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების გაჩერებას მოჰყვა. მაღაროელები აღარ არიან თანახმა იმუშაონ კომპანიასთან და ქალაქიდან მის გასვლას ითხოვენ.

მაღაროებში მადნის მოპოვება მიმდინარე წლის პირველი მარტიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, "ჯორჯიან მანგანეზი" ისევ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ მაღაროების გაჩერების მიუხედავად, კომპანია კვლავ მოიპოვებს მადანს ღია კარიერული წესით და როგორც მაღაროელები ამბობენ, მანგანუმი ქალაქიდან უწყვეტ რეჟიმში გააქვს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.