ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩერდება
FaceBook
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 27 და 28 თებერვალს, ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება.

ინფორმაციას ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 4 მარტიდან განაახლებენ. 

უამინდობის გამო, ქუთაისის საბავშვო ბაღებში, დღეს, რეგისტრირებული 8000-მდე ბავშვიდან, მხოლოდ 78 მივიდა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი "ქუთაისიპოსტთან" ამბობდა, რომ დღეს ქალაქის მერს დაელაპარაკებოდა სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ქუთაისში მესამე დღეა, გადაუღებლად თოვს. ქალაქში 57 609 აბონენტს წყალი არ მიეწოდება, ნაწილს კი - ელექტროენერგია.

ამასთან, ქალაქის გზებზე გადაადგილების პრობლემაცაა, რის გამოც ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, დროებით ჩერდება.

ინტენსიურად თოვს იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც. ბოლო მონაცემებით, იმერეთში გარესამყაროსაა მოწყვეტილი 82 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 15 000 აბონენტს.


ამავე თემაზე:

"დაველაპარაკები მერს, ხომ არ შევაჩეროთ სწავლა" - ქუთაისის საბავშვო ბაღებში, დღეს, მხოლოდ 78 ბავშვი მივიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია კაფე
15:06 / 26.02.2025
ქუთაისის მერია კაფე "სავანეს" მეპატრონეებისგან 482 ლარის გადახდას ითხოვს.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად
შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაწესდება.
14:41 / 26.02.2025
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.