ახალი ამბები
"ჩინური ენის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია"- განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის სწავლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად სულ მცირე, ორი უცხო ენა შესთავაზოს. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ჩინური ენის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, სწორედ ამიტომ, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე. 

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა. მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა. დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მიმდინარე წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი დამტკიცდება. ამასთან, დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.

ამავე თემაზე:

"დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი"- "ოცნების" განათლების მინისტრი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, ალექსანდრე
წულაძის განცხადებით, საქართველოს სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე
ენის სტანდარტი დამტკიცდება.
12:30 / 17.04.2025
„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საქართველოს სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი დამტკიცდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.