ახალი ამბები
"დაველაპარაკები მერს, ხომ არ შევაჩეროთ სწავლა" - ქუთაისის საბავშვო ბაღებში, დღეს, მხოლოდ 78 ბავშვი მივიდა
FaceBook
უამინდობის გამო, ქუთაისის საბავშვო ბაღებში, რეგისტრირებული 8000-მდე ბავშვიდან, მხოლოდ 78 მივიდა.

ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე უბანში ბუნებრივი აირი არ არის, შესაბამისად, სიცივეა.

"არ შეგვიჩერებია სწავლა, თუმცა დღეს, ქუთაისის 37 ბაღში 78 ბავშვი გამოცხადდა მხოლოდ. ზოგან საერთოდ არ მოვიდა, ზოგან 4-ია, ზოგან -5 ბავშვი, 10-ია ყველაზე მეტი გამოცხადებული. თანამშრომლები ყველანი დადიან, თუმცა რადგან ბავშვები ცოტანი არიან, დღეს დაველაპარაკები ქალაქის მერს, ხომ არ შევაჩეროთ სწავლა",- განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

ქუთაისში მესამე დღეა, გადაუღებლად თოვს. ინტენსიურად თოვს იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც. ბოლო მონაცემებით, იმერეთში გარესამყაროსაა მოწყვეტილი 82 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 15 000 აბონენტს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია კაფე
15:06 / 26.02.2025
ქუთაისის მერია კაფე "სავანეს" მეპატრონეებისგან 482 ლარის გადახდას ითხოვს.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად
შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაწესდება.
14:41 / 26.02.2025
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.