ახალი ამბები
მზია ამაღლობელი 37 დღეა შიმშილობს
FaceBook
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს.

მოშიმშილე ჟურნალისტი ამ დრომდე სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის. დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პროცესია ჩანიშნული. სხდომას არ დაესწრება დაცვის მხარე. მზია ამაღლობელის ადვოკატების თქმით, მათთვის პროცესის ჩანიშვნის შესახებ არ უცნობებიათ, რაც დარღვევაა. საუბარია, 11 იანვრის აქციაზე, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე, რასაც წინ უძღოდა მის მიერ საპროტესტო შინაარსის  სტიკერების გაკვრა. პატიმარი ჟურნალისტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მზია ამაღლობელის სახელზე შედგა, გაყალბებულია.

რაც შეეხება მისი სისხლის სამართლის წესით დაკავებას, ადვოკატები ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ოქროპირაშვილმა იგივე შინაარსის საჩივარი განუხილველი დატოვა, დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ამჯერად მაინც გააუქმებს მზია ამაღლობელისთვის შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას და მისცემს მას საშუალებას, თავისუფლების პირობებში იბრძოლოს მისი სიმართლის დასამტკიცებლად.

სამი დღის წინ, ადვოკატებმა, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს, რომელმაც 14 იანვარს ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, მხარის შუამდგომლობა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25
თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან
ძლიერი.
15:30 / 21.02.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.