ახალი ამბები
"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება
FaceBook
მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, სავარაუდოდ, ხვალამდე კლინიკა "ვივამედში" დარჩება, სადაც ის კვლევების ჩასატარებლად 4 თებერვალს გადაიყვანეს.

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტი მხნედ არის, თუმცა, შიმშილმა ორგანიზმზე თავისი ზეგავლენა უკვე მოახდინა, რაც საგანგაშოა. პატიმარი დღეს და სავარაუდოდ, ხვალაც სამედიცინო დაწესებულებაში დარჩება.
"ახლა ვინახულე, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება. რა თქმა უნდა საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც ჩვენთან დარჩება, რომ კვლევა გაგრძელდეს, იყოს კონტროლის ქვეშ", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

თავად მზია ამაღლობელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

პატიმარი ჟურნალისტის უფლებადამცველის ინფორმაციით, სახალხო დამცველის ეგიდით, უკვე შექმნილია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მზია ამაღლობელს, სავარაუდოდ ხვალ მოინახულებს.

გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 26 დღეა შიმშილობს. მან მის ადვოკატს, რომელმაც იგი დღეს მოინახულა, კიდევ ერთხელ უთხრა, რომ არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად და რომ ეს არის პროტესტი ქვეყანაში დამკვიდრებულ უსამართლობაზე.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ
ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
12:47 / 21.02.2025
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.