ახალი ამბები
კლინიკაში გადაყვანილი მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს
FaceBook
გამოცემის "ნეტგაზეთი/ბათუმელები" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 4 თებერვლის საღამოს კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი ჟურნალისტის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად მოხდა.

"ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე", - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მზია ამაღლობელი, ჯერჯერობით კლინიკაში რჩება და სტაციონარულ მკურნალობას გადის, თუმცა, აგრძელებს შიმშილობას.

კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელის ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები. მისივე თქმით, პატიმარ ჟურნალისტს გონების კარგვის ეპიზოდი არ ჰქონია და ის ამჟამად კონტაქტურია.

მზია ამაღლობელი 25 დღეა შიმშილობს. მან ციხიდან რამდენიმე წერილი გამოაგზავნა, სადაც წერდა, რომ არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად, არამედ ეს არის მისი პროტესტი იმ უსამართლობაზე, რაც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში შექმნა.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ
ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
11:40 / 05.02.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შსს-მ 2 თებერვალს, მოქალაქეების
მიერ, პროტესტის ნიშნად, თბილისის გასასვლელის ჯგუფურად გადაკეტვის
მცდელობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ
დაიწყო.
17:36 / 04.02.2025
შსს-მ 2 თებერვალს, მოქალაქეების მიერ, პროტესტის ნიშნად, თბილისის გასასვლელის ჯგუფურად გადაკეტვის მცდელობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.