დღეს, 31 იანვარს, ქუთაისის ქუჩებში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა
სოლიდარობისთვის, მარში მოეწყობა.
აქციის მონაწილეები, 19:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან შეიკრიბებიან
და ქალაქის ქუჩებში მსველელობას გამართავენ.
ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ რეჟიმის მიერ დატყვევებულების, მათ
შორის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზიას ამაღლობელის
გათავისუფლებას, რომელიც მე-19 დღეა შიმშილობს.
რეჟიმის მიერ დაპატიმრებულების მხარდამჭერი მარშები, ქუთაისის გარდა,
თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება. მსვლელობები პერმანენტულ
ხასიათს მიიღებს და ყოველ პარასკევს მოწყობა.
ქვეყანაში აქციები 65-ე დღეა, მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი,
ქვეყნის მასშტაბით, მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ
ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ
დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის
საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები