ახალი ამბები
"საია" - ირაკლი დგებუაძემ, განყოფილებაში, მზია ამაღლობელზე ფიზიკური თავდასხმა რამდენჯერმე სცადა
FaceBook
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ფიზიკური თავდასხმა რამდენჯერმე სცადა.

გამოცემა " ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორი, "საიას" თავმჯდომარემ ნინო ქურდოვანიძემ მოინახულა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვის პროცესს დაესწრო. "საიას" ინფორმაციით, მზია ამაღლობელის მიმართ, განყოფილებაში გადაყვანის მომენტიდან დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა.

"მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საია" მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიციამ 11 და 12 იანვარს ორჯერ დააკავა თავდაპირველად, იგი 11 იანვარს, სტიკერების გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, განმეორებით კი მისი დაკავება 12 იანვარს, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ 353¹) მოხდა, რაც რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელი რუსთავის #5 დაწესებულებაშია გადაყვანილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ,
ქვეყნის დაბლობში ტემპერატურა +3,+5 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან
ზონაში +1+3 გრადუსამდე დაიწევს.
12:21 / 16.01.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ, ქვეყნის დაბლობში ტემპერატურა +3,+5 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში +1+3 გრადუსამდე დაიწევს.
12:16 / 15.01.2025
"იფიცება საქართველო" - ეს სლოგანი დღეს ათასობით ადამიანს გააერთიანებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.