15 იანვრის ღამეს, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს,
გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ პარლამენტის
დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, ასევე სავარაუდოდ, ძიუდოისტი
ვარლამ ლიპარტელიანი.
მომხდარის შედეგად გიორგი გახარია კლინიკაში
გადაიყვანეს. მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გახარიამ კლინიკა მალევე დატოვა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები