"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია
ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო
სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის
ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ჟურნალისტი წინასწარ
პატიმრობაში გაუშვა.
პროკურატურის ბრალის მიხედვით, მზია ამაღლობელი
აჭარის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს შურისძიების მოტივით თავს
დაესხა. სასამართლომ მისი პატიმრობაში დატოვების საფუძვლად მიმალვის
საფრთხე დაასახელა, რადგან პროკურატურის პოზიციით, მის მიმართ
წაყენებული ბრალით გათვალისწინებული სასჯელი ხანგრძლივი ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაცვის მხარემ პროცესზე, დაკავებულის საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გირაოს გამოყენება მოითხოვა,
თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მზია
ამაღლობელი, პოლიციამ 11 და 12 იანვარს ორჯერ დააკავა თავდაპირველად,
იგი 11 იანვარს, სტიკერების გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით
დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, განმეორებით კი
მისი დაკავება 12 იანვარს, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ 353¹)
მოხდა, რაც რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები