ქუთაისში, ანჯაფარიძის და ხანძთელის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციისთვის, ტენდერი ცხადდება.
ქუთაისის მერიას ამ ორი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 3 045 962 ლარი
(სავარაუდო ღირებულება) აქვს განსაზღვრული.
სახელმწიფო შესყიდვის [NAT250000034] დოკუმენტის მიხედვით,
სარეაბილიტაციო სამუშაოების დანიშნულება უსაფრთხო სატრანსპორტო
კავშირის უზრუნველყოფა და ავტომობილით მგზავრების კომფორტულად
გადაყვანაა.
როგორც შესყიდვის დოკუმენტშია აღნიშნული, ანჯაფარიძის ქუჩის საპროექტო
მონაკვეთის ჯამური სიგრძე 1416 მეტრს შეადგენს. საპროექტო გზა მთელს
სიგრძეზე დაზიანებულია და საჭიროა საფარისა და საფუძვლის სრული
რეაბილიტაცია.
პროექტით გათვალისწინებულია 19 სანიაღვრე ქსელის სათვალთვალო და 41
ცხაურიანი ჭების, ასევე საგზაო ნიშნების მოწყობა.
რაც შეეხება გრიგოლ ხანძთელის ქუჩას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით,
გზა არის ასფალტის და მისი დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია, შეინიშნება ორმოები და ბზარები, არ გააჩნია
სანიაღვრე.
"ძირითადი რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს
ორგანიზაციული, ტექნიკური და საწარმოო-სამეურნეო მომზადება, ტრასის
აღდგენა, წინასწარი საჭირო სამუშაოების ჩატარება, სარეაბილიტაციო
სამუშაოებისათვის
წარმოების ფრონტის მომზადება",- აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვის
დოკუმენტში.
გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მოქმედი სტანდარტების, ნორმების,
ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა შესრულდეს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.
წინადადების მიღება 19 იანვარს იწყება და 24-ში მთავრდება.
აღსანიშნავია, რომ ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩის
რეაბილიტაცია
პროექტის იმ ჩამონათვალშია, რომლებიც სახელმწიფო
ბიუჯეტით გათვალისწინებულ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები