პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებიც ქუთაისის მერიასთან უკვე
მე-40 დღეა იკრიბებიან, ქრისტეს შობის დღესასწაულს ერთად
შეხვდებიან.
ისინი ქუთასის მერიის შენობაში არსებულ სამლოცველოსთან
22:00 საათიდან შეიკრიბებიან.
"როგორც იცით, მერიის შენობაში არის სალოცველო, რომლის
ისტორიაც დიდწილად მოიცავს და იმეორებს საქართველოს ისტორიის ზოგიერთ
მნიშვნელოვან ნაწილს.
სიმბოლურია, დემონსტრანტებმა შობა (იმედის დღესასწაული) ერთად
აღვნიშნოთ საქართველოს ისტორიული მტრის მიერ დაზიანებულ ერთ-ერთ
ტაძარში",- ამბობენ აქციის მონაწილეები.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მე-40
დღეა მიმდინარეობს. დემოსტრანტები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის
გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
„ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში
არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის
საკითხი.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის
პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ, ამიტომ ხელახალი საპარლამენტო
არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა
გათავისუფლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები