2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო
აქციაზე ბიზნესმენი, შალვა ჩქარეული დააკავეს.
ის ერთ-ერთი იყო იმ
ათასობით მოქალაქეს შორის
იყო, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის
დარბაზში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, თავმჯდომარის
სავარძელში ჩასხდომის ფაქტზე, რაც მრავალთათვის ქვეყნის სუვერენიტეტის
უპატივცემულობის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
შესაბამისად, თბილისის რუსთაველის პროსპექტზე 2019 წლის 20 ივნისს
გამართული საპროტესტო აქცია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი
ყველაზე დრამატული მოვლენაა.
აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, საბოლოოდ პოლიციასთან
დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი,
რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რასაც ასობით მოქალაქის
დაშავება მოჰყვა.
სწორედ ამ ღამეს პოლიციამ სხვებთან ერთად დააკავა ყოფილი სამხედრო და
ბიზნესმენი, შალვა ჩქარეული. დაკავების პროცესში ჩქარეულს ფიზიკური
ძალადობა მიაყენეს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის
თანახმად, ჩქარეულის სხეულზე აღმოაჩინეს მრავლობითი დაზიანებები, რაც
მისი პოლიციაში სასტიკი მოპყრობის აშკარა ნიშანია.
გავრილოვის ღამე, ქვეყანაში დიდი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის
სიმბოლოდ იქცა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ღამის ინციდენტი; ეს იყო
იმედგაცრუებისა და პროტესტის გამოსახულება, რაც ქართველი ხალხის
უმეტეს ნაწილს რუსულ პოლიტიკურ გავლენებზე ჰქონდა დაგროვილი.
შალვა ჩქარეულის შემთხვევა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ
პრობლემებს, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
არსებობს. აღნიშნულმა მოვლენებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო, რაც საქართველოს დემოკრატიული
პროცესების მომავალზე ღრმა დისკუსიებს აღძრავს.
დღეს, გავრილოვის ღამის მოვლენები კვლავაც დარჩა საზოგადოებრივი
განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად, რაც მოწმობს, რომ მოქალაქეების
სურვილი უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში კვლავაც ცოცხალია.
20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი
გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის
ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5
სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ,
გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.
თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა
შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს,
გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი
და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო
პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო
ძალა.
მასალის გამოყენების პირობები