გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
მისივე ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღისით 12-17
გრადუსი იქნება, ღამით კი 0-5 გრადუსი.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 5 დეკემბერს, ღამის საათებში,
შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
მასალის გამოყენების პირობები