გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ამ პერიოდში, დღისით, მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ
რაიონებში 8-10 გრადუსი იქნება, მთიანში - 0-5 გრადუსი, მაღალმთაში კი
მოსალოდნელია -3, +2 გრადუსი.
"29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე, დაბლობ რაიონებში იწვიმებს,
მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მაღალმთაში კი - თოვლი",- განმარტავს
დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გამოიდარებს
და ჰაერის ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე მოიმატებს. 30 ნოემბერს კი
ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები