ქუთაისის მერია, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, მორიგ ტენდერს
[NAT240022000] აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვა სცენით, მხატვრული განათებით, გარე
გამოყენების ლედ-ეკრანებით და გახმოვანების აპარატურით მომსახურებაზეა
გამოცხადებული, რისთვისაც 104 790 ლარი (სავარაუდო ღირებულება)
დაიხარჯება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტენდერში გამარჯვებულმა
კომპანიამ აღნიშნული მომსახურება 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის
1 იანვარს უნდა განახორციელოს.
ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, ცენტრალურ მოედანზე გასამართი
ღონისძიების დასრულების შემდეგ სცენისა და აპარატურის დემონტაჟი
უზრუნველყოს.
წინადადების მიღება 22 ნოემბერს იწყება და 25-ში მთავრდება.
ტენდერები ასევე გამოცხადებულია საახალწლოდ
გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და საახალწო
დეკორაციების დამზადება/მონტაჟისთვის.
ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე
დაწყებულია.
ფოტო: არქივი
ამავე თემაზე:
ქუთაისში, საახალწლო დეკორაციების შესასყიდლად,
ტენდერები ცხადდება
ქუთაისში საახალწლო დეკორაციებით ქუჩების მორთვა
დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები