გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 4
ნოემბერს გრილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
4 ნოემბრის საღამოს საათებიდან კი მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების
შემოჭრა და ჰაერის ტემპერატურის დაკლება.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, ხვალ, 5 ნოემბერს, უმეტეს რაიონში
იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი.
მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მაღალმთაში კი - ქარბუქი.
"6 -7-8 ნოემბერს, დაბლობ რაიონებში, ღამის ტემპერატურა 0-დან 2
გრადუსამდე დაიკლებს, მაღალმთაში კი იქნება ყინვა. 7 ნოემბრიდან 10
ნოემბრის ჩათვლით მოიმატებს ტემპერატურა და დღისით 15-დან 20
გრადუსამდე დაფიქსირდება",- განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან, კვირის ჩათვლით, დასავლეთ
საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები