ახალი ამბები
გაუარესებული კანონმდებლობა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შუალედური ანგარიში
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ"  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია, სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას, წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა.

კერძოდ, გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე  "რუსული კანონის" ნეგატიური გავლენა; ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროვებისთვის გამოყენება; ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება; ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება; მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები. 

ამასთან, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დაკვირვებამ შემდეგი მიგნებები გამოკვეთა: სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გულისხმობს “რუსული კანონის” მიღებას; ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა; გენდერული კვოტის გაუქმება; ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოვება; “დელეგატების” ინსტიტუტის შემოღება; საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა; საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა.

ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, გამოიკვეთა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გამოიკვეთა ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტების უკანონო გადაწყვეტილებებში; კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროვებაში; მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფების ძალადობაში ოპოზიციური პარტიების მიმართ; ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივ ზემოქმედებაში; საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემაში; ცილისმწამებლურ კამპანიაში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, ასევე გამოიკვეთა ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გამოიხატა მმართველი პარტიის კანდიდატების მონაწილეობაში საბიუჯეტო ღონისძიებებში და საჯარო მოხელეების მობილიზებაში მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებში. გამოიკვეთა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებისათვისაც. 

ორგანიზაცია ხელისუფლებას და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს რეკომენდაციით მიმართავს. მოუწოდებს, უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა და თავი შეიკავოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანისაგან, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შუალედური ანგარიში ხელისუფლების მიერ არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და რეკომენდაციებზე, ვრცლად ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.