ახალი ამბები
რუსული კანონის ფარგლებში, რეგისტრაციისთვის, საჯარო რეესტრს ორგანიზაციების 1%-ზე ნაკლებმა მიმართა
FaceBook
რუსული კანონის ფარგლებში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად სამინისტროს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

„ამ დრომდე, ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მიზნებისთვის 233 ორგანიზაციას აქვს განცხადებით მომართული. კიდევ არის ვადა“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

ამავე პროცესზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ განაცხადა, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 31 233 არასამეწარმეო იურიდიული პირი ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც 564 სახელმწიფოს დარეგისტრირებულია, 733 კი სავარაუდოდ სპორტული ფედერაცია. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და ფედერაციებს რუსული კანონი არ ეხებათ. შესაბამისად, გამოდის, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაცია ამ დრომდე ორგანიზაციათა, დაახლოებით, 0.77%-მა მოითხოვა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო. 4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად "ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.