ქუთაისში, კინოთეატრის, "სულიკოს" ყოფილი შენობის ადგილას
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
12-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს
კომპანია „ლურჯი ჰაუსი“ ახორციელებს.
ასე გამოიყურება ახლა ტერიტორია, სადაც "სულიკოს" ყოფილი
შენობა იყო განთავსებული
კინოთეატრის ყოფილი შენობა, სადაც წლების განმავლობაში ,,ქუთაისის
ახალგაზრდული ცენტრი’’ ფუნქციონირებდა, კერძო პირმა ვიტალი ონიანმა
იყიდა. თუ რა ფასად შეიძინა, ამას ახალი მფლობელი არ აკონკრეტებს.
ირაკლი აბაშიძის გამზირი 14ა-ში მდებარე "სულიკოს" შენობა 80-იან
წლებში აშენდა. ობიექტი თავიდნვე კინოთეატრისთვის იყო
გათვალისწინებული.
ადგილზე "სულიკო" 1982 წელს გაიხსნა, რომელმაც მხოლოდ 5 წელი იარსება.
2004 წლიდან შენობა კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც იქ
სხვადასხვა გასართობი ცენტრი გაიხსნა. 2013 წლიდან კი ადგილზე
"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ იყო განთავსებული.
ამავე თემაზე:
"სულიკოს" ყოფილ შენობას ანგრევენ
"სულიკოს" ყოფილი შენობის ადგილზე, შესაძლოა, 12-სართულიანი
კორპუსი აშენდეს
ყოფილ კინოთეატრ ,,სულიკოს’’ შენობას
დაანგრევენ
ყოფილი კინოთეატრის ,,სულიკოს’’ შენობა გაიყიდა
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში გასართობ
ცენტრ "სულიკოს" ყოფილ შენობას?
მასალის გამოყენების პირობები