კონცეფცია, თუ როგორი იქნება ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის
ბაზაზე შექმნილი ტექნოლოგიური ჰაბი, უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
როგორც ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა BMG-სთან განაცხადა, ამის
შესახებ პრეზენტაცია მოკლე ხანში გაიმართება.
„პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. იქ კეთდება
ციფრული ჰაბი, ამაზე მუშაობს GITA, საქართველოს მთავრობის დავალებით
და სულ მოკლე ხანში იქნება კონცეფციის ოფიციალური წარდგენა, თუ როგორი
იქნება ჩვენი ციფრული განვითარების ცენტრი“, - განაცხადა
ხახალეიშვილმა.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის
მოწყობის
სამუშაოები დაწყებულია.
მოწესრიგდება გარე ტერიტორიაც, სადაც პროექტის მიხედვით, მოეწყობა
ყოფილ ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი რკ/ბეტონის საფარიანი გზა
(40 საპარკინგე ადგილით), გარე განათება და სარეკრეაციო (სასეირნო)
სივრცე.
პროექტით გათვალისწინებულია, ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სამი
შესასვლელის რეაბილიტაცია და 1 ახალი შესასვლელის მოწყობაც.
პროექტზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ჯიტა“
მუშაობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის
დეკემბერში განმარტა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე
ტექნოლოგიური ჰაბის შექმნაზე მუშაოებდნენ.
საკანონმდებლო ორგანო თბილისში ქუთაისიდან 2019 წელს გადაიტანეს. მას
შემდეგ პარლამენტის ყოფილი შენობისთვის ფუნქციის მინიჭებასთან
დაკავშირებით არაერთი ფუნქცია მოვისმინეთ, მათ შორის საპოლიციო ჰაბისა
და საკონფერენციო დარბაზის.
ამავე თემაზე:
დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, ტექნოლოგიური ჰაბის
მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო
„დაელოდეთ, დროს მოითხოვს“ - პრემიერი ქუთაისის
პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციაზე
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT ჰაბი
შეიქმნას - ირაკლი ღარიბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები